უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც გახარია დგამდა ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს, მიამიტი არ ვარ და ვერ დავიჯერებ, რომ ამას აკეთებდა მხოლოდ სისულელით - ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, რათა ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანი მოჰქონდა. „მე უფრო კომპლექსურად მინდა, დაგანახოთ გახარიას ქმედებები. ეს არ იყო მხოლოდ იზოლირებული შემთხვევა. როდესაც მან რაღაც პროვოკაცია გაახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება. მანამდე იყო ბასიანის, პანკისის შემთხვევა. უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. ასეთი მიამიტი არ ვარ და მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების, დავალებების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, რათა ქვეყნის ინეტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან“.   ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი საზოგადოების წინაშე არის რა, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. მართული არ ვიყავით, ანგარიშის გაწევა გვიწევდა „დიფ სთეითისთვის“. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითისგან“ გაისმა ზარი. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის ინტერესებს, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სურათი დღესავით ნათელია - „ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“. „მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, ამის გამო ის დიალოგისთვის განსხვავებულ ფორმას ითხოვს. მგონია, რომ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს. მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.   რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის, სამართალდამცავი უწყებების საქმე. ჩემთვის, ზოგადად, სურათი დღესავით ნათელია - ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე განმარტებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს როდესაც აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას, არ აღიარებენ, წავლენ ციხეში. „მე ვერავის დავიჭერ. რაც შეეხება ადამიანის დაჭერა-არდაჭერას, ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ჯაფარიძეს, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს – სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება. როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. არ აღიარებენ, წავლენ ციხეში.  ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“, მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ, ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ  იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი აინტერესებთ. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება, ამის გამო მოხვდე ციხეში, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტების ბედი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ივნ. 23, 2025 - 13:27
 0
უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც გახარია დგამდა ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს, მიამიტი არ ვარ და ვერ დავიჯერებ, რომ ამას აკეთებდა მხოლოდ სისულელით - ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, რათა ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანი მოჰქონდა.

„მე უფრო კომპლექსურად მინდა, დაგანახოთ გახარიას ქმედებები. ეს არ იყო მხოლოდ იზოლირებული შემთხვევა. როდესაც მან რაღაც პროვოკაცია გაახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება. მანამდე იყო ბასიანის, პანკისის შემთხვევა. უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. ასეთი მიამიტი არ ვარ და მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების, დავალებების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, რათა ქვეყნის ინეტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან“.

 

ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი საზოგადოების წინაშე არის რა, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. მართული არ ვიყავით, ანგარიშის გაწევა გვიწევდა „დიფ სთეითისთვის“. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითისგან“ გაისმა ზარი. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის ინტერესებს, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სურათი დღესავით ნათელია - „ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, ამის გამო ის დიალოგისთვის განსხვავებულ ფორმას ითხოვს. მგონია, რომ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს. მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.

 

რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის, სამართალდამცავი უწყებების საქმე. ჩემთვის, ზოგადად, სურათი დღესავით ნათელია - ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს როდესაც აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას, არ აღიარებენ, წავლენ ციხეში.

„მე ვერავის დავიჭერ. რაც შეეხება ადამიანის დაჭერა-არდაჭერას, ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ჯაფარიძეს, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს – სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება. როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. არ აღიარებენ, წავლენ ციხეში.  ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“, მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ, ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ  იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი აინტერესებთ. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება, ამის გამო მოხვდე ციხეში, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტების ბედი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow