უარი 50 მილიონზე - ვისი შენარჩუნება სურს ნაპოლის

დე ლაურენტისი ლიდერის გაშვებას არ გეგმავს

აპრ. 21, 2025 - 18:27
 0
უარი 50 მილიონზე - ვისი შენარჩუნება სურს ნაპოლის
Areanapoli-ს მტკიცებით, ნაპოლის ერთ-ერთი ინგლისური კლუბისგან სკოტ მაკტომინეის სანაცვლოდ 50-მილიონიანი წინადადება მიუვიდა, თუმცა დე ლაურენტისმა ტრანსფერზე უარი განაცხადა.

როგორც ირკვევა, ნაპოლის პრეზიდენტმა დაინტერესებულ მხარეს თავადვე შეუთვალა, რომ შოტლანდიელი ნახევარმცველი არ იყიდება, რომელსაც ნაპოლის წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის.

სკოტს მიმდინარე სერია A-ს სეზონში 29 თამაში აქვს ჩატარებული, რა დროშიც ბრიტანელმა ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის და ინტერს ახლა 71-71 ქულა აქვთ, ტურნირის დამთავრებამდე კი 5 მატჩია დარჩენილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow