“უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, სულ დაჩეხილია დანით” – როგორია 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მარნეულში 16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 20 წლის ბიჭია დაკავებული – სკოლის მოსწავლის გადარჩენას კი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, 50 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც დაჭრილის ოჯახის წევრებს მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალში” ეუბნებიან, მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა ორი დღის წინ სოფელ ზემო ყულარში მოხდა, თუმცა მოზარდი თანასოფლელმა […] The post “უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, სულ დაჩეხილია დანით” – როგორია 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა? appeared first on .

ივლ. 12, 2025 - 11:27
 0
“უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, სულ დაჩეხილია დანით” – როგორია 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მარნეულში 16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 20 წლის ბიჭია დაკავებული – სკოლის მოსწავლის გადარჩენას კი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, 50 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც დაჭრილის ოჯახის წევრებს მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალში” ეუბნებიან, მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაშია.

შემთხვევა ორი დღის წინ სოფელ ზემო ყულარში მოხდა, თუმცა მოზარდი თანასოფლელმა გუშინ იპოვა. როგორც ოჯახის წევრები “პირველებს” უყვებიან” დაჭრილი სკოლის მოსწავლე, მინდორში, უგონო მდგომარეობაში “დანით დაჩეხილი სისხლში ცურავდა”.

უბედურება დატრიალდა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, სულ დაჩეხილია დანით ძლივს ამოიცნეს. მინდორში ეგდო ასეთ მდგომარეობაში. ბიძა ვარ, გვიან გავიგეთ და  პირდაპირ საავადმყოფოში მოვედით, ველოდებით მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჯერ კომაშია, ასე გვეუბნებიან”, – ამბობს დაჭრილი მოზარდის ბიძა. 

როგორც “პირველებს” მარნეულში ეუბნებიან დაჭრილი მოზარდი და 20 წლის ბიჭი, რომელსაც მომხდარზე პოლიციამ ხელბორკილები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაადო, ბავშვობიდან მეგობრობდნენ, ისინი ბოლოს ერთად მაღაზიაში ნახეს. ადგილობრივების თქმით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ორ ახალგაზრდას შორის კონფლიქტი და დაპირისპირება უძღოდა.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული თრობა სახელდება. როგორც დაჭრილი მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, დაკავებული აქამდეც ხშირად უნახავათ ნარკოტიკების ზემოქმედებსი ქვეშ.

20 წლის კაცი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.

The post “უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, სულ დაჩეხილია დანით” – როგორია 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow