უესლი ფოფანა სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს
ჩელსის ფოფანა ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება

როგორც ჩანს, ფრანგ უკანახაზელს ბარძაყის არეში პრობლემა შეექმნა, რის გამოც ფოფანას ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბევრს ისედაც არ თამაშობდა. ფოფანას პრემიერ ლიგაში 14 თამაში აქვს ჩატარებული.
სხვათა შორის, ფოფანას ამ სეზონში დაზიანება უკვე რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული. შესაძლოა, რომ ფეხბურთელისადმი ნდობა კლუბში მკვეთრად შემცირდეს.
What's Your Reaction?






