უეფაში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს - დაესწრება თუ არა თურქეთთან შეხვედრას გულშემატკივარი?

უეფამ გადაწყვეტილება მიიღო - დაესწრება თუ არა თურქეთთან შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი?

აპრ. 10, 2025 - 01:27
 0
უეფაში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს - დაესწრება თუ არა თურქეთთან შეხვედრას გულშემატკივარი?

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სომხეთთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა: ერთა ლიგის მომდევნო საშინაო მატჩზე უმაყურებლოდ, 40,000 ევრო ჯარიმა და 2-წლიანი გამოსაცდელი პერიოდი.

ეს სასჯელი არ ეხება მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპისა და ამხანაგურ შეხვედრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთთან 4 სექტემბერს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივარი გაამხნევებს.

გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე, გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა - ვკითხულობთ "90 წუთზე".

UEFA-ს გადაწყვეტილება მოიცავს 2-წლიან გამოსაცდელ ვადას.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow