უკვე ამის დროც იყო - ეროვნულ ნაკრებში დიდი ცვლილებები იგეგმება

რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ნაკრებში უახლოეს მომავალში

ივნ. 10, 2025 - 00:27
 0
უკვე ამის დროც იყო - ეროვნულ ნაკრებში დიდი ცვლილებები იგეგმება
როგორც მოგეხსენებათ, ივნისის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც ვილი სანიოლმა ახალი ფეხბურთელები და სქემა გამოსცადა.

რიგით მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრები 4-მცველიან სქემაზე გადავა.

დიდი ხანია, 4 მცველით მოთამაშე ტაქტიკაზე გადასვლას ვგეგმავთ. ამხანაგურ მატჩებში, ამის ტესტირების საშუალება მოგვეცა. ვფიქრობთ, რომ მომავალში ნაკრები 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.

- თქვა ზურაბ ხიზანიშვილმა.

ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა წარმატებას 3-მცველიანი ტაქტიკით მიაღწია, ახლა კი ხარისხიანი ფეხბურთელების რაოდენობის ზრდით ეროვნულ გუნდს კლასიკური 4-3-3 სქემით თამაში შეეძლება, რასაც ისედაც ბევრი გულშემატკივარი ითხოვდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow