უკვე თარიღიც კი გაირკვა - ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე

Octagon Pulse-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. გარდა ამისა, გამოცემა თარიღის შესახებაც კი წერს

ივლ. 12, 2025 - 22:57
 0
უკვე თარიღიც კი გაირკვა - ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე
Octagon Pulse-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. გარდა ამისა, გამოცემა თარიღის შესახებაც კი წერს:

დაპირისპირების ჩანიშვნას ხელი უკვე ორივე მებრძოლმა მოაწერა. ბრძოლის შესახებ ოფიციალურად UFC 318-ზე, შემდეგ კვირაში გამოცხადდება. რაც შეეხება ბრძოლის თარიღს, მერაბი და კორი ერთმანეთს 4 ოქტომბერს, ლას ვეგასში შეხვდებიან. ბრძოლა UFC 320-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

- წერს გამოცემა.

სავარაუდოდ, Octagon Pulse-ის ინფორმაცია სიმართლეა, რადგან მერაბ დვალიშვილმა ცოტა ხნის წინ თავადვე დააანონსა, რომ მომდევნო ბრძოლის შესახებ სიახლეებზე მალე დაიწყებდა საუბარს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow