“უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც…” – გოჩა მირცხულავა
სააგენტო "პარალელი" “უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც…” – გოჩა მირცხულავა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას პუნქტებად ჩამოთვლილი განმარტებები კონკრეტული ფაქტებისა და პერიოდების მითითებით: “უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც: 1. დეკემბერ – მარტში არ შექმენით არანაირი სათათბირო ერთიანი სააკორდინაციო – პარლამენტის ალეტრნატიული ორგანო; 2. ახალ წელს შიმშილობის დაწყების ნაცლად, როდესაც ციხეები უკვე სავსე იყო რეპრესირებულებით და ტერორის მსხვერპლთ ჯერაც არ […] “უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც…” – გოჩა მირცხულავა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც…” – გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას პუნქტებად ჩამოთვლილი განმარტებები კონკრეტული ფაქტებისა და პერიოდების მითითებით:
“უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც:
1. დეკემბერ – მარტში არ შექმენით არანაირი სათათბირო ერთიანი სააკორდინაციო – პარლამენტის ალეტრნატიული ორგანო;
2. ახალ წელს შიმშილობის დაწყების ნაცლად, როდესაც ციხეები უკვე სავსე იყო რეპრესირებულებით და ტერორის მსხვერპლთ ჯერაც არ ჰქონდათ იარები მოშუშებული – ლამის ორკილომეტრიანი სუფრა გაშალეთ;
3. გაფიცვების ტალღა ასე თუ ისე ტემპს კრეფდა და უცებ გამოხვედით მოწოდებებით – ბიზნესი ცუდ დღეშია გავხსნათ ყველაფერიო; (ჰოდა ეკონომიკა რომ დაუქოქეთ ხელისუფლებას – გულაობის, ქეიფის და მოგზაურობის ხალისიც დაბრუნდა – რის უფლებას ჯერ- ჯერობით მიზანმიმართულად არ ზღუდავენ, რადგან მათი მოწინააღმდეგეც მაგ დროს მათი მომხრეა – თითქოს ვერავინ მიხვდა რომ “ოცნების” მოკავშირე გახდით…)
4. აპრილ-მაისში, როდესაც კვლავ იყო შანსი ერთიანი სათათბიროს-გაერთიანების შექმნის და ესეც ჩაშალეთ;
5. პოლიტიკოსებზე უარის პარალელურად, ახალი – ფორმალური, თუნდაც დროებითი ცენტრის შექმნაზე მუდმივად უარი იძახით (მინიმუმ იმდენი ხომ უნდა გესმოდეთ, რომ პარტნიორებმა არც კი იციან ვის ესაუბრონ);
6. დეკემბერ-მარტში თან სანქციებს ითხოვდით და თან ჩალიჩობდით, ვიღაც სიიდან ამოგეღოთ;
7. მაისში უკვე დასვება-გულაობის გრაფიკს ადგენდით;
8. არჩევნებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე ვერ მიხვედით;
9. ამ პერიოდში გარიგება და დალაგება მოასწარით;
10. სხვისას არაფერს აღიარებთ;
11. “მე”-თი იწყებთ და ამთავრებთ ყველა საუბარს;
12…
13…
…
მგონი მართლა ვერ ხვდებით, ერთ დღესაც სად გაიღვიძებთ“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
“უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც…” – გოჩა მირცხულავა
პარალელი
What's Your Reaction?






