უკრაინა ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტისთვის მზადაა - მაკრონი

უკრაინა მზად არის, ცეცხლი უპირობოდ შეწყვიტოს, ახლა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე ზელენსკისთან რომში გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, უკრაინელ კოლეგასთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა. “უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპთან.    უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლი შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ეს გამიმეორა დღეს. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად მუშაობა ამის შესასრულებლად.   ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა.   გავაგრძელებთ მუშაობას მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და სრულ მშვიდობას უკრაინაში,” - წერს მაკრონი. მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონთან განიხილა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისკენ გზა და ამის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობა.

აპრ. 27, 2025 - 11:27
 0
უკრაინა ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტისთვის მზადაა - მაკრონი

უკრაინა მზად არის, ცეცხლი უპირობოდ შეწყვიტოს, ახლა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე ზელენსკისთან რომში გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, უკრაინელ კოლეგასთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა.

“უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპთან. 

 

უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლი შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ეს გამიმეორა დღეს. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად მუშაობა ამის შესასრულებლად.

 

ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა.

 

გავაგრძელებთ მუშაობას მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და სრულ მშვიდობას უკრაინაში,” - წერს მაკრონი.

მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონთან განიხილა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისკენ გზა და ამის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow