უკრაინამ და ევროპამ აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს
ევროპამ და უკრაინამ აშშ-ს წარუდგინეს სამშვიდობო გეგმა „წითელი ხაზებით“, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.გამოცემის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროპისა და უკრაინის მიერ წარდგენილი გეგმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის საფუძველი უნდა გახდეს.გამოცემის ცნობით, ევროპის წინადადება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის გადადგმამდე. მასში ასევე ნათქვამია, რომ ტერიტორიების გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე, ანუ უკრაინა თუ გაიყვანს ჯარებს ზოგიერთი რეგიონიდან, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები სხვა რეგიონებიდან.ამასთან, ამერიკელებისთვის გადაცემული ევროპული გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ უკრაინის მიერ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა უნდა იყოს გამყარებული უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებით, მათ შორის ნატო-ს შესაძლო წევრობით.გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ როგორც კი პუტინის ნამდვილი გეგმა აშკარა გახდა, ის მაშინვე უარყვეს როგორც ზელენსკიმ, ასევე ევროპელებმა.
ევროპამ და უკრაინამ აშშ-ს წარუდგინეს სამშვიდობო გეგმა „წითელი ხაზებით“, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.გამოცემის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროპისა და უკრაინის მიერ წარდგენილი გეგმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის საფუძველი უნდა გახდეს.გამოცემის ცნობით, ევროპის წინადადება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის გადადგმამდე.
მასში ასევე ნათქვამია, რომ ტერიტორიების გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე, ანუ უკრაინა თუ გაიყვანს ჯარებს ზოგიერთი რეგიონიდან, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები სხვა რეგიონებიდან.ამასთან, ამერიკელებისთვის გადაცემული ევროპული გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ უკრაინის მიერ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა უნდა იყოს გამყარებული უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებით, მათ შორის ნატო-ს შესაძლო წევრობით.გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ როგორც კი პუტინის ნამდვილი გეგმა აშკარა გახდა, ის მაშინვე უარყვეს როგორც ზელენსკიმ, ასევე ევროპელებმა.
What's Your Reaction?






