უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივეს

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ინიციატივით უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ხელისუფლებას არ ჩაუტარებია დემობილიზაცია და არ დაუდგენია სამხედრო სამსახურის ზღვრული ვადა.  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უმაღლესმა რადამ უკვე მეთხუთმეტედ დაუჭირა მხარი საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას.

აპრ. 16, 2025 - 16:27
 0
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივეს

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ინიციატივით უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ხელისუფლებას არ ჩაუტარებია დემობილიზაცია და არ დაუდგენია სამხედრო სამსახურის ზღვრული ვადა. 
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უმაღლესმა რადამ უკვე მეთხუთმეტედ დაუჭირა მხარი საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow