უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთში დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კიდევ ერთ ობიექტს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ დრონებით დაარტყეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კიდევ ერთ ობიექტს. გენშტაბის მიერ დღეს, 12 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ურთიერთქმედებით, გასულ ღამით იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ზუბოვოში მდებარე ტექნოპარკ „რეზონიტზე“. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „რეზონიტის“ მიერ წარმოებულ ელექტრონულ პროდუქციას რუსეთში...

What's Your Reaction?






