უკრაინის დელეგაციას სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებზე რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან. მათივე ცნობით, ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა. „პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ივნ. 1, 2025 - 23:27
 0
უკრაინის დელეგაციას სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებზე რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან. მათივე ცნობით, ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა.

„პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow