უნიკალური მიღწევა - ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო რეკორდი გაიმეორა

ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთში ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია — მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პსჟ-ს ისტორიული წარმატების ნაწილი გახდა...

ივნ. 1, 2025 - 16:27
 0
უნიკალური მიღწევა - ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო რეკორდი გაიმეორა
ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთში ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია — მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პსჟ-ს ისტორიული წარმატების ნაწილი გახდა. პარიზელთა რიგებში ქართველმა თავდამსხმელმა სეზონი ტრებლით დაასრულა: გუნდი გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მოიგო თასი და ჩემპიონთა ლიგა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ კვარაცხელიამ იშვიათი რეკორდი გაიმეორა — ის გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონობა მოიპოვა და თან ტრებლიც შეასრულა. ეს მანამდე მხოლოდ ალვარო ოდრიოსოლამ შეძლო 2019/20 წლების სეზონში.

მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს ოქროს მედალი კვარას არ ერგო, ის „ნაპოლისთან“ ერთად მაინც იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

24 წლის ქართველს უკვე მოპოვებული აქვს საფრანგეთის და იტალიის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. პსჟ-სთან ერთად მან მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 7 გოლი, 5 ასისტი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

პარიზელთა სეზონი ჯერ არ დასრულებულა — ივნისში გუნდი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც ჯგუფში მისი მეტოქეები მადრიდის „ატლეტიკო“, „ბოტაფოგო“ და „სიეტლი“ იქნებიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow