"უოტფორდში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა" - ჩაკვეტაძე გუნდიდან მიდის?

რა ინფორმაციას ავრცელებენ ინგლისში გიორგი ჩაკვეტაძეზე

აპრ. 12, 2025 - 21:26
 0
"უოტფორდში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა" - ჩაკვეტაძე გუნდიდან მიდის?
Football League World-მა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის მაისურით ბოლო შეხვედრა უკვე ჩაატარა.

იმის გამო, რომ ჩაკვემ ფეხის თითი დაიზიანა, მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. მიუხედავად ამისა, გიორგიმ მთელი სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ახალი სეზონიდან ჩაკვეტაძემ თამაში ახალ კლუბში დაიწყოს.

ანალოგიურს ამბობს უოტფორდის გულშემატკივართა ექსპერტი, ჯასტინ ბიტი, რომლის თქმითაც გიორგის ფულის საჭიროებიდან გამომდინარე გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელით ევერტონი, ლესტერი და ვულვერჰემპტონი არიან დაინტერესებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow