ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე რჩება

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობამ, რომლებმაც  კენჭი უყარეს ულტრამემარჯვენეების მიერ წარდგენილ წინადადებას, მხარი დაუჭირა კომისიის პრეზიდენტს. თუ მას უნდობლობას გამოუცხადებდნენ, ფონ დერ ლაიენს და მისი  კომისიის დანარჩენ წევრებს თანამდებობების დატოვება მოუწევდათ, რაც ევროკავშირს ქაოსში ჩააგდებდა. უნდობლობის გამოცხადების წინააღმდეგ 360 ევროპარლამენტარი გამოვიდა, 175-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა. 720 ევროპარლამენტარიდან 553 მივიდა ხმის მისაცემად. უნდობლობის გამოსაცხადებლად  357 ხმა იყო საჭირო.

ივლ. 10, 2025 - 17:57
 0
ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე რჩება

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობამ, რომლებმაც  კენჭი უყარეს ულტრამემარჯვენეების მიერ წარდგენილ წინადადებას, მხარი დაუჭირა კომისიის პრეზიდენტს.

თუ მას უნდობლობას გამოუცხადებდნენ, ფონ დერ ლაიენს და მისი  კომისიის დანარჩენ წევრებს თანამდებობების დატოვება მოუწევდათ, რაც ევროკავშირს ქაოსში ჩააგდებდა.

უნდობლობის გამოცხადების წინააღმდეგ 360 ევროპარლამენტარი გამოვიდა, 175-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა. 720 ევროპარლამენტარიდან 553 მივიდა ხმის მისაცემად. უნდობლობის გამოსაცხადებლად  357 ხმა იყო საჭირო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow