უწყვეტი პროტესტის 132-ე დღე – რა ხდება რუსთაველზე?
უწყვეტი პროტესტის 132-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებიან პოლიტპატიმრების მშობლები. ისინი დღეს ღამეს გაათევენ. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, როგორც გლოვის, ასევე გამარჯვების დღესასწაული, ვაპირებთ დილის 4 საათზე გლოვას და დღის 12 საათზე გამარჯვების ზეიმს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მან საპატრიარქოს […] The post უწყვეტი პროტესტის 132-ე დღე – რა ხდება რუსთაველზე? appeared first on .

უწყვეტი პროტესტის 132-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
9 აპრილის მემორიალთან იმყოფებიან პოლიტპატიმრების მშობლები. ისინი დღეს ღამეს გაათევენ.
ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, როგორც გლოვის, ასევე გამარჯვების დღესასწაული, ვაპირებთ დილის 4 საათზე გლოვას და დღის 12 საათზე გამარჯვების ზეიმს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
მან საპატრიარქოს განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქაშუეთში 4 საათზე ზარების რეკვა არ მოხდება, ამით მათი გეგმები არ შეიცვლება.
,,სურვილი გვქონდა, დილის 4 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშუეთში, ეს მაქვს დოკუმენტურად, რომ არის კურთხევა პატრიარქის, მაგრამ შემდეგ ზოგიერთმა პირმა გაარკვია, რომ მე თურმე ვქმნი პოლიტიკურ პარტიას, ამის გამო ზარების დარეკვა არ შეიძლება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს გეგმებს არ შეცვლის, ჩვენ ჩავატარებთ პანაშვიდს, ვილოცებთ და ვიმღერებთ პატრიარქის საგალობლებს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
The post უწყვეტი პროტესტის 132-ე დღე – რა ხდება რუსთაველზე? appeared first on .
What's Your Reaction?






