ფერმაში, ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა 20 მაისს დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. […] The post ფერმაში, ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს appeared first on .

მაი. 21, 2025 - 10:57
 0
ფერმაში, ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა 20 მაისს დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება. ცხოველებში ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post ფერმაში, ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow