ფერმერების უმეტესობა ხორბლის მოსავალს აბინავებს, ჩაბარებას არ ჩქარობს – “ბარაქა”
საქართველოში ხორბლის აღების პროცესი დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის კახეთში მოსავლის 90% უკვე აღებულია. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს წვიმების გათვალისწინებით ხორბლის ხარისხთან მიმართებით მცირე პრობლემები იქნება. ალოობა 2025 დასასრულს კი უახლოვდება, თუმცა ფერმერები წისქვილკომბინატებში მოსავლის ჩაბარებას არ ჩქარობენ, რადგან არსებული ფასებით უკმაყოფილოები არიან. წისქვილკომბინატ “ბარაქას” გენერალური დირექტორი ლადო ბიძინაშვილი bmg-სთან ამბობს, რომ ფერმერების დიდმა […]


საქართველოში ხორბლის აღების პროცესი დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის კახეთში მოსავლის 90% უკვე აღებულია. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს წვიმების გათვალისწინებით ხორბლის ხარისხთან მიმართებით მცირე პრობლემები იქნება.
ალოობა 2025 დასასრულს კი უახლოვდება, თუმცა ფერმერები წისქვილკომბინატებში მოსავლის ჩაბარებას არ ჩქარობენ, რადგან არსებული ფასებით უკმაყოფილოები არიან. წისქვილკომბინატ “ბარაქას” გენერალური დირექტორი ლადო ბიძინაშვილი bmg-სთან ამბობს, რომ ფერმერების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, მიღებული მოსავალი დაასაწყობოს და ფასის ზრდის შემთხვევაში გაყიდოს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ბიძინაშვილი ამბობს, რომ წისქვილკომბინატები ცდილობენ აქცენტი იმპორტზე გააკეთონ, რაც ფასის მხრივაც მათთვის მოგებიანია.
“უმეტესობა აბინავებს ხორბალს იმ მოლოდინით, რომ სამომავლოდ უფრო კარგ ფასში გაყიდის. აქედან გამომდინარე, ხორბლის იმპორტი გაზრდილია წინა პერიოდებთან შედარებით, ხოლო ადგილობრივი ხორბლის შეძენა შემცირებულია. ეს ძალიან ლოგიკურიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ მოსავლის აღების პერიოდი ზუსტად ის პერიოდია, როცა თვითონ მარცვლეულის ფასი არის მინიმალური.
შესაბამისად ფერმერები, ვისაც აქვთ საშუალება, რომ დაასაწყობონ აღებული პროდუქცია და შემდეგ რეალიზაცია მოახდინონ, ასაწყობებენ. რაც შეეხება რუსეთს, თვითონ მწარმოებლები ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობა შევიძინოთ, რომ მარაგი შევავსოთ. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მოსავლის აღების პერიოდმაც შედარებით გადაიწია საქართველოში, ნაშთები მინიმუმამდე გვქონდა, მწარმოებლებს და შესაბამისად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია შევიძინოთ მიმზიდველ ფასში.
იმპორტის საჭიროება, ყოველთვის არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ წარმოებაში აუცილებელია რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტის შემცველი ხორბლის შერევა. თვითუზრუნველყოფას ვერ ვახერხებთ ჩვენი მოსავლიანობიდან გამომდინარე, რაც საქართველოს სჭირდება. აქედან გამომდინარე, ნუ რა თქმა უნდა იმპორტი დღის წესრიგში ყოველთვის დგას. მით უმეტეს დღეს, დღეს რუსული ხორბლის იმპორტი დაახლოებით 670-700 ლარის ფარგლებში მერყეობს. დღევანდელი ფასი კახეთში რაც გვაქვს, იმპორტირებულ ხორბალთან შედარებით ბევრით არა, მაგრამ ძვირია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ, რომ მარაგები შევავსოთ იაფი ნედლეულით. ვცდილობთ, რომ დივერსიფიკაცია გავაკეთოთ ჩვენც, ეს რუსული იქნება თუ ყაზახური მხარე, სადაც იაფი იქნება და კონკურენტუნარიანი ფასი ვცდილობთ, რომ ყველა იმ ბაზარზე წვდომა გვქონდეს,”- ამბობს “ბარაქას” გენერალური დირექტორი ლადო ბიძინაშვილი.
What's Your Reaction?






