ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა – „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის!“ მიმდინარეობს

„კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის!“ – ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. აქციაში მონაწილეობენ კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. მსვლელობას აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მცირე პერფორმანსიც მოაწყვეს. მათ შავ ბანერზე თეთრი ძაფით […]

ივლ. 27, 2025 - 21:57
 0
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა – „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის!“ მიმდინარეობს

„კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის!“ – ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.
აქციაში მონაწილეობენ კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
მსვლელობას აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მცირე პერფორმანსიც მოაწყვეს. მათ შავ ბანერზე თეთრი ძაფით ამოკემსეს: „თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები”. ამასთან, ფურცლებზე აქციაზე დაკავებული მოქალაქეების სახელები დააწერეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში უსამართლობა ხდება, რომელსაც ცვლილებები სჭირდება. აქციის ორგანიზატორები ქვეყანაში ახალი ს ჩატარებას და აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი სკანდირებენ: “თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”. მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow