“ფილიალებს 2 ქვეყანაში ვარეგისტრირებთ” – Tesen Group ინფრასტრუქტურული სერვისების ექსპორტს იწყებს

ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წლიდან წლამდე საქართველოში ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე მოთხოვნა, შესაძლოა ისეთი მაღალი აღარ იყოს, როგორც ბოლო წლებში იყო, რაც ბიზნესს ალტერნატივების მოძიებისკენ უბიძგებს. Tesen Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე ჩნდება, რის გამოც ისინი უკვე ხსნიან ფილიალებს 2 სხვადასხვა ქვეყანაში. მისი შეფასებით, უცხოურ ბაზარზე ინფრასტრუქტურული სერვისებით შესვლა მარტივი არ […]

აპრ. 10, 2025 - 11:27
 0
“ფილიალებს 2 ქვეყანაში ვარეგისტრირებთ” – Tesen Group ინფრასტრუქტურული სერვისების ექსპორტს იწყებს

ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წლიდან წლამდე საქართველოში ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე მოთხოვნა, შესაძლოა ისეთი მაღალი აღარ იყოს, როგორც ბოლო წლებში იყო, რაც ბიზნესს ალტერნატივების მოძიებისკენ უბიძგებს.
Tesen Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე ჩნდება, რის გამოც ისინი უკვე ხსნიან ფილიალებს 2 სხვადასხვა ქვეყანაში. მისი შეფასებით, უცხოურ ბაზარზე ინფრასტრუქტურული სერვისებით შესვლა მარტივი არ არის, რადგან არსებობს რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილებაც გიწევს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ წლებში ადგილობრივ ბაზარზე ამ კუთხით კლების მოლოდინია, სექტორს გადაწყობა მოუწევს.
“უცხოურ ბაზარზე შეღწევა რთულია, იმიტომ რომ ყველა ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია. თუმცა მუშახელის პრობლემა იქაც არის, ასე ვადაში პროექტების შემსრულებლების ნაკლებობაც არის. გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები და უკვე 2 ფილიალს ვარეგისტრირებთ სხვადასხვა ქვეყანაში. არის რეალური შესაძლებლობები, რომ ქართულმა კომპანიები საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ, უბრალოდ ოპერირება ასე მარტივი და მოქნილი არ არის. ძალიან ბევრი რეგულაციის დაკმაყოფილება გიწევს, გვჭირდება ლიცენზიები, სამუშაო გამოცდილებები. ვფიქრობ, დღეს დიდ ქართულ კომპანიებს, ნებისმიერ ბაზარზე ოპერირების და ევროკავშირის და აზიის ქვეყნებში სერვისები გაყიდვის პოტენციალი აქვთ.
ადგილობრივი ბაზარი 2030 წლისთვის ნელ-ნელა შემცირებას დაიწყებს, რაც ძალიან ბუნებრივია. ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტები უკვე ბოლოში გადის, ანუ საკმაოდ დიდი რესურსი თავისუფლდება. თუ დროულად არ მოხდება ამ რესურსის სხვადასხვა ბაზრებზე გადანაწილება, მაშინ ინფრასტრუქტურული სერვისების მიმწოდებელი კომპანიების რაოდენობა შემცირდება ან ისინი დაპატარავდებიან”, – ამბობს Tesen Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow