ფოლადის საწარმოს თანამშრომლების აქცია
ნატანებში, კომპანია "ფოლად იოლი"-ს საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ. ორ დღეში უნდა გადაწყდეს, რა ვადებში დაუფარავს მათ კომპანია ხელფასს, რომლის აღებასაც დასაქმებულები ნახევარი წელია ელოდებიან. შეხვედრამდე კი მათ საპროტესტო აქცია განაახლეს. მათი ინფორმაციით, ექვსი თვის ხელფასი არ მიუღიათ და მიუხედავად დაპირებებისა, კომპანიის ხელმძღვანელობა ანაზღაურების გადახდას აჭიანურებს. აქციაზე, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფება. ათი დღის წინ სწორედ უფლებადამცველის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზეც მიიღეს დასაქმებულებმა დაპირება, რომ კუთვნილ ხელფასს მიიღებდნენ, ამიტომ ახლა აცხადებენ, რომ თუ კი კომპანია მათ ისევ მოატყუებს, ისინი გურიის გუბერნატორს მოსთხოვენ საკითხით დაინტერესებას.

ნატანებში, კომპანია "ფოლად იოლი"-ს საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ. ორ დღეში უნდა გადაწყდეს, რა ვადებში დაუფარავს მათ კომპანია ხელფასს, რომლის აღებასაც დასაქმებულები ნახევარი წელია ელოდებიან.
შეხვედრამდე კი მათ საპროტესტო აქცია განაახლეს. მათი ინფორმაციით, ექვსი თვის ხელფასი არ მიუღიათ და მიუხედავად დაპირებებისა, კომპანიის ხელმძღვანელობა ანაზღაურების გადახდას აჭიანურებს. აქციაზე, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფება.
ათი დღის წინ სწორედ უფლებადამცველის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზეც მიიღეს დასაქმებულებმა დაპირება, რომ კუთვნილ ხელფასს მიიღებდნენ, ამიტომ ახლა აცხადებენ, რომ თუ კი კომპანია მათ ისევ მოატყუებს, ისინი გურიის გუბერნატორს მოსთხოვენ საკითხით დაინტერესებას.
What's Your Reaction?






