ფრიდრიხ მერცი – ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, რაზეც დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით
ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე წერს. „ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულები არიან: ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის გზაზე უკრაინას მხარს მტკიცედ დავუჭერთ. ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით“, – წერს ფრიდრიხ მერცი. […]


ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე წერს.
„ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულები არიან: ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის გზაზე უკრაინას მხარს მტკიცედ დავუჭერთ. ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით“, – წერს ფრიდრიხ მერცი.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება“.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
What's Your Reaction?






