ფრიმპონგი "ლივერპულშია" - რამდენი გადაიხადეს მერსისაიდში ნიდერლანდელ მცველში?
ფრიმპონგი "ლივერპულშია" - რამდენი გადაიხადეს მერსისაიდში ნიდერლანდელ მცველში?

23 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, ხოლო კლუბის ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. ფრიმპონგი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შესაძლო შემცვლელად განიხილება და გუნდის გეგმებში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
მერსესაიდელებმა ფრიმპონგის ტრანსფერში €35 მილიონი გადაიხადეს.
ფრიმპონგი ბოლო სამი სეზონი "ბაიერ ლევერკუზენში" თამაშობდა, სადაც თავი როგორც დაცვითი, ისე შემტევი მოქმედებით გამოიჩინა. გერმანულ კლუბში ჩატარებულ 190 მატჩში მან გაიტანა 30 გოლი და გააკეთა 44 საგოლე გადაცემა — შთამბეჭდავი სტატისტიკა მარჯვენა მცველისთვის.
ფრიმპონგის დამატება "ლივერპულის" მიზანს უსვამს ხაზს — გუნდი აშკარად ცდილობს გუნდში კონკურენცია გაზარდოს და ახალი სეზონისთვის მზადყოფნა უმაღლეს დონეზე უზრუნველყოს.
What's Your Reaction?






