“ქართუ ბანკის” 100%-ის მფლობელი უტა ივანიშვილი აღარაა – bm.ge
საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი “ქართუ ბანკის” 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია. იურიდიულად – ბანკის, ფონდის და ჯგუფის მფლობელობა ასე ნაწილდება: “ქართუ ბანკი” ეკუთვნის 100%-ით “ქართუ ფონდს”, ხოლო “ქართუ ფონდი” 100%-ით ეკუთვნის “ქართუ ჯგუფს”. შესაბამისად, თუკი “ქართუ ბანკში” უტა […]


საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი “ქართუ ბანკის” 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია.
იურიდიულად – ბანკის, ფონდის და ჯგუფის მფლობელობა ასე ნაწილდება:
“ქართუ ბანკი” ეკუთვნის 100%-ით “ქართუ ფონდს”, ხოლო “ქართუ ფონდი” 100%-ით ეკუთვნის “ქართუ ჯგუფს”. შესაბამისად, თუკი “ქართუ ბანკში” უტა ივანიშვილის წილი 100%-დან 35%-მდე შემცირდა, ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ მისი წილი 100%-დან 35%-მდე შემცირდა “ქართუ ჯგუფში”.
საჯარო რეესტრში “ქართუ ჯგუფის” აქციონერთა ჩამონათვალთან მიმართებით არავითარი განახლება არ ფიქსირდება. უკანასკნელი სააქციო მონაცემებით, რაც ბიზნეს რეესტრზე არის ატვირთული, “ქართუ ჯგუფის” აქციონერი სამი ოფშორული კომპანიაა – Krista Investments Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) – 49.62%; Sargans Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) – 49.32% და Tarpan Management Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) – 1.06%.
თავად ამ ოფშორული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელის ვინაობა ამ დოკუმენტში მითითებული არაა, თუმცა ჯგუფის შვილობილი სს “ქართუ ბანკის” ანგარიში წარდგენილი იყო ინფორმაცია, რომ ბანკის 100%-ის ბენეფიციარი მფლობელი უტა ივანიშვილი იყო. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს რომ ამ სამი ოფშორული კომპანიის 100%-ის მფლობელი იურიდიულად უტა ივანიშვილი იყო.
“ქართუ ბანკის” კვარტალური ანგარიშის თანახმად, ერთადერთი აქციონერი რომელიც “ქართუ ბანკის” 35%-ს ფლობს უტა ივანიშვილია, ხოლო სხვა არცერთი აქციონერი ბანკის 5%-ზე მეტ წილს არ ფლობს. შესაბამისად, სხვა არცერთი აქციონერი არ ფლობს “ქართუ ფონდის” და “ქართუ ჯგუფის” 5%-ზე მეტ აქციებს. შესაბამისად, თუკი ბანკის, ფონდის და ჯგუფის ბენეფიციარი მფლობელი შეიცვალა, ეს ნიშნავს იმას რომ ბენეფიციარი მფლობელები შეეცვალათ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ სამ ოფშორულ კომპანიასაც, რომლებიც თავის მხრივ “ქართუ ჯგუფის” მფლობელები არიან და მათში უტა ივანიშვილის წილი 35%-მდე შემცირდა.
წყარო: bm.ge
What's Your Reaction?






