ქვეყანა, რომელიც ღამით, მალულად და დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს, კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა – სალომე ზურაბიშვილი
ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქტივისტის, თემურ ქათამაძის მიერ ქვეყნის დატოვებას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიციის) უგულებელყოფით, რომელიც ღამით მალულად და მისი დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს… ეს […] The post ქვეყანა, რომელიც ღამით, მალულად და დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს, კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა – სალომე ზურაბიშვილი appeared first on .

ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქტივისტის, თემურ ქათამაძის მიერ ქვეყნის დატოვებას.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიციის) უგულებელყოფით, რომელიც ღამით მალულად და მისი დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს… ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას, ეს საკითხი კი ღიაა!“- წერს ზურაბიშვილი.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა. თემურ ქათამაძის მეუღლის ინფორმაციით კი დაკავებული აქტივისტი თურქეთში გადაიყვანეს.
The post ქვეყანა, რომელიც ღამით, მალულად და დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს, კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა – სალომე ზურაბიშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






