ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზიდან გადავარდა - არიან დაშავებულები

ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ. მათივე განმარტებით, დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, პოლიციის ეპიკაჟები იმყოფებიან.

აპრ. 9, 2025 - 16:27
 0
ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზიდან გადავარდა - არიან დაშავებულები

ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ. მათივე განმარტებით, დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, პოლიციის ეპიკაჟები იმყოფებიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow