“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი
სააგენტო "პარალელი" “ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე აკეთებს მინიშნებებს: “ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია, სამყაროსაც მხოლოდ რუსული ინტერესების კონტექსტში და სისტემურ ჩარჩოში ხედავს. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვან: ცოტა ხნის წინ სირიაში შეიცვალა რეჟიმი, რომელსაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ქონდა აღიარებული. ახალი რეჟიმი დასავლეთთან კეკლუცობს და გაჩნდა ამ აღიარების […] “ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე აკეთებს მინიშნებებს:
“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია, სამყაროსაც მხოლოდ რუსული ინტერესების კონტექსტში და სისტემურ ჩარჩოში ხედავს. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვან:
ცოტა ხნის წინ სირიაში შეიცვალა რეჟიმი, რომელსაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ქონდა აღიარებული.
ახალი რეჟიმი დასავლეთთან კეკლუცობს და გაჩნდა ამ აღიარების უკან წაღების შანსი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან თანამშრომლობით, მათი ჩართულობით და შუამავლობით.
რას აკეთებს ქოცი?
საქართველოს ინტერესების ლობირების ნაცვლად მათი პროპაგანდა აგებს თეორიებს, როგორ დაიქცა სირია დასავლეთის და დიფსთეითის შეთქმულებით.
რატომ?
იმიტომ, რომ ასადის რეჟიმის ცვლილებით რუსეთმა სირია ფაქტობრივად დაკარგა და დაკარგა რეგიონში სერიოზული პლაცდარმი. ეს იყო რუსეთისთვის სერიოზული დარტყმა. ქოცს უბრალოდ თავშიც არ მოსვლია, რომ ამ ისტორიაში საქართველოსთვის ხელსაყრელი რამე ეძებნა.
ამასობაში აფხაზეთის ე.წ. ლიდერები ჩავიდნენ სირიაში და ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს ალაგებენ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ელაპარაკა.
ქოცი იმდენად არის უკვე ჩაშენებული რუსულ მატრიცაში, რომ ავტომატურად გარესამყაროს ამ მატრიციდან ხედავს. მისთვის ცალკე აღებული საქართველოს ინტერესები აღარ არსებობს. ეს მისთვის უკვე იმდენად ორგანული მდგომარეობაა, ვეღარც კი ხვდება რომ რამეს აშავებს“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი
What's Your Reaction?






