“ქოცი პროპაგანდისტები, რომლებმაც fake ნიუსები გამივრცელეს” – ანა ყაულაშვილი
ეს გოგოები არიან ის ქოცი პროპაგანდისტები, რომლებმაც fake ნიუსები გამივრცელეს იმის მიუხედავად, რომ გარკვევით ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი იმ საქმესთან, რასაც მაბრალებდნენ. მეტიც, ლაპარაკის პირველივე წუთებში მტუქსავენ, თუ რატომ ჩავიდინე ეს “დანაშაული,” პოსტებს კი ფაქტის (და არა შეხედულების) სახით დებენ და ავრცელებენ ცრუ ბრალდებასა და ცილისწამებას, რასაც მოჰყვა ტროლ-ბროტებისა და ოცნების პარტაქტივის ამორალური კომენტარები […]


ეს გოგოები არიან ის ქოცი პროპაგანდისტები, რომლებმაც fake ნიუსები გამივრცელეს იმის მიუხედავად, რომ გარკვევით ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი იმ საქმესთან, რასაც მაბრალებდნენ.
მეტიც, ლაპარაკის პირველივე წუთებში მტუქსავენ, თუ რატომ ჩავიდინე ეს “დანაშაული,” პოსტებს კი ფაქტის (და არა შეხედულების) სახით დებენ და ავრცელებენ ცრუ ბრალდებასა და ცილისწამებას, რასაც მოჰყვა ტროლ-ბროტებისა და ოცნების პარტაქტივის ამორალური კომენტარები და მეტიც, მემუქრებიან რომ საღამოს სიუჟეტს ვუყურო, სადაც კარგად ვნახავ რა გავაკეთე. არამგონია, ვინმესთვის სასიამოვნო იყოს, როცა ათასობით ადამიანი, საჯაროდ გლანძღავს და გაგინებს. Medea Iluridze, Nutsa Pichkhnarashvili სისტემის პატარა ჭანჭიკებო, ბავშვობაში რომ გეკითხებოდნენ, რა უნდა გამოხვიდეო, სისტემის მონას პასუხობდით?:)) ზუსტად თქვენი ინტერესია, ბრბოთა დაჯგუფებამ რომელიმე ადამიანი ასე გათელოს. მედეა თუ ნუცა, არ მახსოვს რომელი იყავით, ვიდეო მტკიცებულება რო ნანახი გქონდათ, მაგრამ არ გახსოვდათ რა მეცვა და რითი ვიყავი მისული აწი ნამდვილად კარგად დამიმახსოვრებთ ორივე.
Mirian Gorgodze შენ რაც შეგეხება, პატარა გასლაითერო, აღნიშნე დღეს ოჯახის სიწმინდის დღე მეგობარ ბიჭებთან ერთად? რო მირეკავ და მეუბნები: “ ვიდეო გავრცელდა როგორ აზიანებთ ბანერს… რატო განიძრახეთ რო ეს გაგეკეთებინათ?” და როცა მე გეუბნები, იქნებ ჯერ ის დააზუსტო მართლა მე ვარ იმ ვიდეოში თუარა, მეუბნები რომ კიკი, ზუსტად ეგ მკითხე და არაფერი დაგიბრალებია:) ცოტათი გადარჩი, რომ ამ ზარის შემდეგ მაინც აღარ გააგრძელე შენი ბრალდებების საჯაროდ გავრცელება, მაგრამ მაინც არაფერი განგასხვავებს იმ ორი სამარცხვინო გოგოსგან.
What's Your Reaction?






