ქუთაისში მეზობელმა ეჭვიანობის დიადაგზე მეზობელი მოკლა

ქუთაისში მეზობელმა ეჭვიანობის დიადაგზე მეზობელი მოკლა. შემთხვევა ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა.“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა.მკვლელობის ღამეს კი მოკლული მკვლელობაში ბრალდებულთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა.მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გელა სიორდია "ინფო იმერეთთან" საუბრისას აცხადებს, რომ არსებობენ პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა მოკლულსაც ჰქონდა და მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცივი იარაღი მოგერიების მიზნით გამოიყენა."თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით, რომელიც მიმართული იყო სექსუალური კავშირის დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად კი გარდაცვლილი მას მაინც ჯიუტად წერდა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა თეიმურაზ ჩოგოვაძემ" – განაცხადა “ინფო იმერეთთან” იურიდიული დახმარების სამსახურის, დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვანთან საქმეთა იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, ადვოკატმა გელა სიორდიამ.მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ფაქტი 19 მაისს მოხდა.

მაი. 22, 2025 - 20:57
 0
ქუთაისში მეზობელმა ეჭვიანობის დიადაგზე მეზობელი მოკლა
ქუთაისში მეზობელმა ეჭვიანობის დიადაგზე მეზობელი მოკლა.

შემთხვევა ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა.

მკვლელობის ღამეს კი მოკლული მკვლელობაში ბრალდებულთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გელა სიორდია "ინფო იმერეთთან" საუბრისას აცხადებს, რომ არსებობენ პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა მოკლულსაც ჰქონდა და მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცივი იარაღი მოგერიების მიზნით გამოიყენა.

"თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით, რომელიც მიმართული იყო სექსუალური კავშირის დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად კი გარდაცვლილი მას მაინც ჯიუტად წერდა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა თეიმურაზ ჩოგოვაძემ" – განაცხადა “ინფო იმერეთთან” იურიდიული დახმარების სამსახურის, დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვანთან საქმეთა იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, ადვოკატმა გელა სიორდიამ.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ფაქტი 19 მაისს მოხდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow