"ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ" - ჭოხონელიძეების პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს

ბოლო დღეებში ძმებ ჭოხონელიძეებზე სკანდალი აგორდა. თსუ-ში მიმდინარე კონცერტისას სცენაზე მათე დევაძის მეგობარი ავიდა და ძმებს სთხოვა, რომ მის პატიმრობაზე მცირე კომენტარი მაინც გაეკეთებინათ, თუმცა ამის შესახებ ჭოხონელიძეებს არაფერი უთქვამთ.მოგვიანებით ძმებმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც დაკავებულ ბიჭებს სოლიდარობა გამოუცხადეს. თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის ჭოხონელიძეები საჯაროდ შეაქო ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც შემდეგი რამ დაწერა:"მადლობა ბიჭებო და იცოდეთ მადლობელი ვიქნები ყველასი ვინც ამ გზით ივლის", - დაწერა ნანუკამ, რასაც ძმებმა ჭოხონელიძეებმა ხელახალი განცხადება მიუძღვნეს.აი, რას წერენ ისინი:"პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს! ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ.""ადამიანი , რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა. თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე! ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ! კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!", - წერენ ჭოხონელიძეები.

ივნ. 15, 2025 - 03:56
 0
"ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ" - ჭოხონელიძეების პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს
ბოლო დღეებში ძმებ ჭოხონელიძეებზე სკანდალი აგორდა. თსუ-ში მიმდინარე კონცერტისას სცენაზე მათე დევაძის მეგობარი ავიდა და ძმებს სთხოვა, რომ მის პატიმრობაზე მცირე კომენტარი მაინც გაეკეთებინათ, თუმცა ამის შესახებ ჭოხონელიძეებს არაფერი უთქვამთ.

მოგვიანებით ძმებმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც დაკავებულ ბიჭებს სოლიდარობა გამოუცხადეს. თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის ჭოხონელიძეები საჯაროდ შეაქო ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც შემდეგი რამ დაწერა:

"მადლობა ბიჭებო და იცოდეთ მადლობელი ვიქნები ყველასი ვინც ამ გზით ივლის", - დაწერა ნანუკამ, რასაც ძმებმა ჭოხონელიძეებმა ხელახალი განცხადება მიუძღვნეს.

აი, რას წერენ ისინი:

"პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს! ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ."

"ადამიანი , რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა. თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე! ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ! კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!", - წერენ ჭოხონელიძეები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow