ღრმაღელის მეტროსთან კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ორი პირი - დეტალები

თბილისში, ღრმაღელის მეტროსთან კაცი მოკლეს, 2 პირი კი დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 1 პირია დაკავებული.მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი კი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ივნ. 5, 2025 - 17:26
 0
ღრმაღელის მეტროსთან კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ორი პირი - დეტალები
თბილისში, ღრმაღელის მეტროსთან კაცი მოკლეს, 2 პირი კი დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 1 პირია დაკავებული.

მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი კი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow