ყაზახი ბლოგერები და ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ
ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მოგზაურობენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბლოგერებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები და აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ასევე ეწვევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მთიან აჭარას და ადგილობრივ ღვინის მარნებს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად, რეგიონს […]


ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მოგზაურობენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბლოგერებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები და აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
ისინი ასევე ეწვევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მთიან აჭარას და ადგილობრივ ღვინის მარნებს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად, რეგიონს სტუმრობს ყაზახი ტუროპერატორებიც, რომლებიც აჭარის შესახებ მომზადებულ ტურპაკეტებს ყაზახ ტურისტებს შესთავაზებენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სამიზნე აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია აჭარის მრავალფეროვანი სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ. შესაბამისად, ვაგრძელებთ სამიზნე ქვეყნებიდან ინფლუენსერებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევას, რომლებიც პოტენციურ ტურისტებს საინტერესო ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ და ასიათასობით გამომწერს გაუზიარებენ აჭარაში მოგზაურობის ემოციებსა თუ შთაბეჭდილებებს,“ აცხადებს თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„როგორც გამოცდილი ინფლუენსერი, რომელმაც უკვე 53 ქვეყანაში ვიმოგზაურე, რეკომენდაციას ვუწევ ტურისტებს ჩამოვიდნენ ბათუმში, დაისვენონ შავ ზღვაზე და გამოცადონ საოცარი ქართული სტუმართმოყვარეობა. რადგან ბათუმი შავ ზღვაზე მდებარეობს, დღის განმავლობაში ტურისტებს შეუძლიათ ზღვით ისიამოვნონ, შემდეგ კი უგემრიელესი კერძები დააგემოვნონ, რასაც აქ მდებარე უამრავი რესტორანი სთავაზობს მათ. აქვეა ულამაზესი ტურისტული ადგილები და ღირსშესანიშნაობებიც. ვფიქრობ, ერთი კვირით მაინც უნდა ესტუმრო ბათუმს, რომ კარგად დასვენება და მთაში მოგზაურობაც შეძლო“, – ამბობს საულ სერგაზინოვა, ყაზახი ინფლუენსერი.
What's Your Reaction?






