“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

სააგენტო "პარალელი" “ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე “სტრატეგია აღმასენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, მძიმე შეფასებებით, ეხმაურება “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებას: “ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება. რაც უფრო უახლოვდება რეჟიმი დასასრულს, მით უფრო იზრდება: – შეშლილობა; – ალოგიკურობა; – სისასტიკე; – რეალობის შეგრძნების სრული დაკარგვა; – აღარც სურვილი, რომ მეტნაკლებად ნორმალურად გამოიყურებოდეს ვინმესთვის – შიგნით თუ გარეთ. ასე დასრულდნენ ჰიტლერი, ჩაუშესკუ, […] “ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე პარალელი

ივლ. 14, 2025 - 18:57
 0
“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

სააგენტო "პარალელი"
“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმასენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, მძიმე შეფასებებით, ეხმაურება “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებას:

ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება. რაც უფრო უახლოვდება რეჟიმი დასასრულს, მით უფრო იზრდება:

– შეშლილობა;
– ალოგიკურობა;
– სისასტიკე;
– რეალობის შეგრძნების სრული დაკარგვა;
– აღარც სურვილი, რომ მეტნაკლებად ნორმალურად გამოიყურებოდეს ვინმესთვის – შიგნით თუ გარეთ.

ასე დასრულდნენ ჰიტლერი, ჩაუშესკუ, კადაფი, სადამ ჰუსეინი და ბევრი სხვა…

დღესაც იგივე გზაზეა ბიძინას რეჟიმი. მისი ე.წ. პოლიტსაბჭოს განცხადება აშკარა სიგიჟეა, მაგრამ ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ ამ სიგიჟეების კომენტარზე, ანალიზზე ან სახის დახოკვაზე. ამ ფაზებმა უკვე ჩაიარეს.

მთავარი კითხვა რაც უნდა საკუთარ თავებს დავუსვათ და ვუპასუხოთ არის, თუ ვინ რას გაიღებს ან რაზე წამსვლელია ამ შეშლილი და ბოროტი რეჟიმის მოსაშორებლად? სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow