ყველა ფაქტი მიანიშნებს ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმაზე – ბურჯანაძე გორგაძეზე

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში მრავლობითი დაზიანებებით შეყვანილი პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა. „ყველა ფაქტი მიანიშნებს რომ იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო […]

მაი. 5, 2025 - 13:57
 0
ყველა ფაქტი მიანიშნებს ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმაზე – ბურჯანაძე გორგაძეზე

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში მრავლობითი დაზიანებებით შეყვანილი პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.
„ყველა ფაქტი მიანიშნებს რომ იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა:
1) ციხეში ადამიანი იყო ჯანმრთელი და საწინააღმდეგო ინფორმაცია არ გაუვრცელებია პენიტენციურს;
2) პატიმარი 23 იანვარს ვივამედში შეიყვანეს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით – ინტერნეტში ვრცელდება პაციენტის ფორმა 100 და ასევე ზურაბ ჩხაიძის განცხადებაც ამას ადასტურებს.
3) პენიტენციური ადასტურებს, რომ საკანში ანდა სხვაგან პატიმრებთან ჩხუბი არ მომხდარა, რასაც შეეძლო ეს დაზიანებები გამოეწვია.
აქედან მარტივი დასკვნა, ციხის პირობებში ანუ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მიიღო ამ ადამიანმა ეს საშინელი დაზიანებები.
ახლა რაც შეეხება გამოძიებას:
1) თავიდანვე აშკარა იყო რომ ამ საქმეში არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და გაუგებარია, რატომ არ დაიწყო საკითხის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და რატომ დაიწყო იუსტიციის საგამოძიებომ. პენიტენციური დღეს ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღეს უკვე „ჩართულია“, მაგრამ ეს რას ნიშნავს ვერ ვიგებ.
2) სახალხო დამცველი თუ ამ საქმეს სწავლობს. საინტერესოა რა ნახეს ვიდეო ჩაწერებში რასაც გაეცნენ. რა ჩანს თუნდაც საერთო სივრცეების კამერებში, რა ტრაექტორიით გადაადგილდება პატიმარი და რომელ საათებში, რომელი პერიოდიდან იკარგება მისი კვალი. ასევე რა ინფორმაცია მიაწოდეს მას თანამესაკნეებმა.
3) ასევე სახალხო დამცველმა უნდა გვითხრას რატომ არ გაუჩნდა ეჭვი, რომ არასათანადო მოპყრობის ნიშნები იყო სახეზე და არ მიმართა სპეციალურ საგამოძიებოს რომ მას დაეწყო გამოძიება (და არა იმავე უწყებას, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც იკვეთებოდა).
4) საეჭვოა ის რომ პენიტენციური 1 კვირა მალავდა ამ საკითხს და მხოლოდ სხვა პატიმრების წყალობით მოხდა ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის.
აშკარაა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მოხდა პირის მიმართ წამება ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმა და შედეგად გუშინ გარდაიცვალა პატიმარი“, – წერს გიორგი ბურჯანაძე Facebook-ზე.
სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევას სრულფასოვნად შეისწავლის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow