,, ყველა ხედავს, რომ დრო ტრამპის სასარგებლოდ არ მუშაობს… გზაგასაყარი ახლოვდება…“ – ზურაბ ბატიაშვილი

,,რონდელის ცენტრის” მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარზე: ,,როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთ-აშშ-ს 2 საათიანი სატელეფონო მოლაპარაკებებიც დასრულდა… არაფრით. გაუთავებელი საუბრები მოლაპარაკებებზე მხოლოდ დროის გაწელვაა, რომელიც პუტინს აწყობს. მოსკოვს მხოლოდ ძალის სჯერა და როდესაც მსოფლიო სუპერძალა ხარ და ამ ძალას არ აჩვენებ, რა თქმა უნდა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება. დრო კი მიდის. ეს […] The post ,, ყველა ხედავს, რომ დრო ტრამპის სასარგებლოდ არ მუშაობს… გზაგასაყარი ახლოვდება…“ – ზურაბ ბატიაშვილი appeared first on .

მაი. 20, 2025 - 02:27
 0
,, ყველა ხედავს, რომ დრო ტრამპის სასარგებლოდ არ მუშაობს…  გზაგასაყარი ახლოვდება…“ – ზურაბ ბატიაშვილი

,,რონდელის ცენტრის” მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარზე:

,,როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთ-აშშ-ს 2 საათიანი სატელეფონო მოლაპარაკებებიც დასრულდა… არაფრით. გაუთავებელი საუბრები მოლაპარაკებებზე მხოლოდ დროის გაწელვაა, რომელიც პუტინს აწყობს.

მოსკოვს მხოლოდ ძალის სჯერა და როდესაც მსოფლიო სუპერძალა ხარ და ამ ძალას არ აჩვენებ, რა თქმა უნდა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება.

დრო კი მიდის. ეს დრო კი ტრამპს ბევრი არ აქვს. ტრამპი ყოველდღიურად კარგავს მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით, სადაც ახლოვდება კონგრესის შუალედური არჩევნები. თუ მან რამე ხელშესახები შედეგი არ აჩვენა, ამ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება (და რესპუბლიკელთა მიერ უმრავლესობის დაკარგვა) ტრამპისთვის უამრავი თავისტკივილის შექმნას ნიშნავს. ამ სირთულეებს ყოველდღიურად და სულ უფრო ხმამაღლა უხსნიან თავისივე თანაპარტიელები მას.

პოლიტიკური განადგურება რომ თავიდან აიცილოს, ტრამპმა რამე სერიოზული (რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება, უკრაინის შეიარაღება და ა.შ.) უნდა მოიმოქმედოს.

ბუნებრივია, ამ სიტუაციას მსოფლიოშიც ბევრი ხედავს და უმოქმედობას აღიქვამს ვაშინგტონის სისუსტედ. მაგალითად, დღეს ირანმა განაცხადა, რომ აპაუზებს ბირთვულ მოლაპარაკებებს ამერიკელებთან.

ყველა ხედავს, რომ დრო ტრამპის სასარგებლოდ არ მუშაობს…
გზაგასაყარი ახლოვდება…“

The post ,, ყველა ხედავს, რომ დრო ტრამპის სასარგებლოდ არ მუშაობს… გზაგასაყარი ახლოვდება…“ – ზურაბ ბატიაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow