ყველაზე მეტ ფულს საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გზავნიან

2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.9% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის […] The post ყველაზე მეტ ფულს საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გზავნიან appeared first on .

მაი. 15, 2025 - 21:27
 0
ყველაზე მეტ ფულს საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გზავნიან

2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.9% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გადმოიგზავნა. რაც მთელი გზავნილების  35,2%-ს შეადგენს

  • აშშ – $53.99 მილიონი
  • იტალია – $50.21 მილიონი

ხუთეულში ასევე არიან რუსეთი, გერმანია და საბერძნეთი.

2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.9 მლნ აშშ დოლარი (88.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აპრილის (30.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.9% მეტია.

The post ყველაზე მეტ ფულს საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გზავნიან appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow