ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ, შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში, ყუთებში იარაღი იყო, უნდოდათ დავეხოცეთ და იარაღი დაეწყოთ, თითქოს აჯანყებას ვაწყობდით - ზაზა გვიმრაძე
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზაზა გვიმრაძემ გაიხსენა, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელები სასულიერო პირებს ეუბნებოდნენ, რომ მათი ნება რომ ყოფილიყო, ბერებსაც დაიჭერდნენ. „აწ გარდაცვლილ მამა საბას ვეუბნები, ნახე, მამაო, ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად-მეთქი. უცებ გადმოხტნენ ნიღბიანები, დაწექით, თქვენი დედა, თქვე სამშობლოს მოღალატეებოო. ვინ არის სამშობლოს მოღალატე-მეთქი და ამ დროს მომხვდა ავტომატის ტარი. „ა-კა-ეს-ებით“ იყვნენ შეიარაღებული, რომელსაც რკინის ტარი აქვს და დამაგდეს. მამებმა უთხრეს სპეცრაზმელებს, რას შვრებით, ეს როგორ შეიძლება, ამ ხალხთან რა გინდათ, არაფერი დაუშავებიათო. პირდაპირ ეუბნებოდნენ მამაოებს, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ. ზაზა გვიმრაძემ კომისიის სხდომაზე გაიხსენა თავისი, ასევე თავისი თანმხლები პირების ყინწვისის მონასტერთან დაკავება და ქარელის სასამართლოში გადაყვანის პროცესი. „დაგვყარეს, ტელეფონები ამოგვიღეს, უკვე დამჯდარიც იყო. ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ სამხედრო ჩექმებით. შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში. ჯარში ნამყოფი კაცი ვარ და ვუყურებ, რომ იარაღის სამხედრო ყუთები დევს ამ მანქანაში. ესე იგი, უნდოდათ, დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კარგ კინოს გადაიღებდნენ, რომ აჯანყებას ვაწყობდით. სპეცრაზმელებს ვეკითხებოდი, რატომ გვიჭერთ-მეთქი და ერთი ძალიან ცუდი კაცი იყო, ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. დიდხანს მოუნდნენ ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, რადგან ტელეფონზე საუბრობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ. ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით. რაღაც ხომ უნდა ჩაგედინა, რომ ასეთი რაღაც დაგემართოს და დაეჭირე. სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ – ეს მოქმედებს ჩემზე, რადგან ვიცი, რაც არის სამშობლოს ღალატი. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი. 2008 წელს რაც გააკეთეს, ეს სამშობლოს ღალატია. სამშობლოს ღალატია, რაც პარლამენტმა გააკეთა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალში“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ. მისივე განცხადებით, თანასაკნელი რამაზ ღვალაძე, კუდ-ის შენობაში აწამეს, კერძოდ, იგი დენზე შეაერთეს, რის შედეგადაც, ხელები და ფეხები დაეწვა.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზაზა გვიმრაძემ გაიხსენა, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელები სასულიერო პირებს ეუბნებოდნენ, რომ მათი ნება რომ ყოფილიყო, ბერებსაც დაიჭერდნენ.
„აწ გარდაცვლილ მამა საბას ვეუბნები, ნახე, მამაო, ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად-მეთქი. უცებ გადმოხტნენ ნიღბიანები, დაწექით, თქვენი დედა, თქვე სამშობლოს მოღალატეებოო. ვინ არის სამშობლოს მოღალატე-მეთქი და ამ დროს მომხვდა ავტომატის ტარი. „ა-კა-ეს-ებით“ იყვნენ შეიარაღებული, რომელსაც რკინის ტარი აქვს და დამაგდეს. მამებმა უთხრეს სპეცრაზმელებს, რას შვრებით, ეს როგორ შეიძლება, ამ ხალხთან რა გინდათ, არაფერი დაუშავებიათო. პირდაპირ ეუბნებოდნენ მამაოებს, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.
ზაზა გვიმრაძემ კომისიის სხდომაზე გაიხსენა თავისი, ასევე თავისი თანმხლები პირების ყინწვისის მონასტერთან დაკავება და ქარელის სასამართლოში გადაყვანის პროცესი.
„დაგვყარეს, ტელეფონები ამოგვიღეს, უკვე დამჯდარიც იყო. ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ სამხედრო ჩექმებით. შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში. ჯარში ნამყოფი კაცი ვარ და ვუყურებ, რომ იარაღის სამხედრო ყუთები დევს ამ მანქანაში. ესე იგი, უნდოდათ, დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კარგ კინოს გადაიღებდნენ, რომ აჯანყებას ვაწყობდით. სპეცრაზმელებს ვეკითხებოდი, რატომ გვიჭერთ-მეთქი და ერთი ძალიან ცუდი კაცი იყო, ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. დიდხანს მოუნდნენ ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, რადგან ტელეფონზე საუბრობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ. ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით. რაღაც ხომ უნდა ჩაგედინა, რომ ასეთი რაღაც დაგემართოს და დაეჭირე. სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ – ეს მოქმედებს ჩემზე, რადგან ვიცი, რაც არის სამშობლოს ღალატი. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი. 2008 წელს რაც გააკეთეს, ეს სამშობლოს ღალატია. სამშობლოს ღალატია, რაც პარლამენტმა გააკეთა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალში“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.
მისივე განცხადებით, თანასაკნელი რამაზ ღვალაძე, კუდ-ის შენობაში აწამეს, კერძოდ, იგი დენზე შეაერთეს, რის შედეგადაც, ხელები და ფეხები დაეწვა.
What's Your Reaction?






