შაბათს, უჰანიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სატვირთო მატარებელი დაიძვრება (bm.ge)

შაბათს, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი დაიძვრება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებელმა (უჰანი) (The China-Europe Freight Train) გახსნა ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი კასპიის ზღვის გავლით, სადაც დანიშნულების ადგილი საქართველოა. ეს მატარებელი ახალი რეგულარული სატვირთო სერვისის ნაწილი, რომელიც აკავშირებს უჰანს ცენტრალურ აზიასთან. მატარებელს, სავარაუდოდ, დაახლოებით 18 დღე დასჭირდება საქართველომდე, ყაზახეთში გადასვლის და კასპიის […]

მაი. 29, 2025 - 19:57
 0
შაბათს, უჰანიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სატვირთო მატარებელი დაიძვრება (bm.ge)

შაბათს, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი დაიძვრება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებელმა (უჰანი) (The China-Europe Freight Train) გახსნა ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი კასპიის ზღვის გავლით, სადაც დანიშნულების ადგილი საქართველოა.
ეს მატარებელი ახალი რეგულარული სატვირთო სერვისის ნაწილი, რომელიც აკავშირებს უჰანს ცენტრალურ აზიასთან.
მატარებელს, სავარაუდოდ, დაახლოებით 18 დღე დასჭირდება საქართველომდე, ყაზახეთში გადასვლის და კასპიის ზღვის ბორნით გავლის შემდეგ. ტვირთი მოიცავს მსუბუქ აღჭურვილობას, სასოფლო-სამეურნეო მანქანებს, სამშენებლო მასალებს და სხვა საქონელს.
გადაზიდვაში მულტიმოდალური მიდგომა გამოიყენება: რკინიგზა-ზღვა-რკინიგზა. მარშრუტი შემდეგია: ხორგოსის პორტიდან გასვლის შემდეგ მატარებელი კვეთს ყაზახეთს, კვეთს კასპიის ზღვას აქტაუს პორტის გავლით და ბორნით მიდის აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბოლოს კი რკინიგზით თბილისსა და ს პორტში ხვდება.
bm.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow