შავი ლომი | ედინბურგის წინააღმდეგ ყველა ითამაშებს
ხვალ, 17 მაისს, საქართველოს დროით 16 საათზე, ბრიტანულ ტურნეზე მყოფი შავი ლომი პირველ ამხანაგურ თამაშს გამართავს. მისი მეტოქე ედინბურგი A იქნება

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა უკვე დაასახელა ის 15 მოთამაშე, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრაში მონაწილეობას ტურნეზე მყოფი 30-ივე მორაგბე მიიღებს.
შოტლანდიაში ‘შავი ლომი’ მეორე თამაშს 22 მაისს, ‘გლაზგო ვორიორსთან’ გამართავს.
‘ედინბურგის’ პირველ გუნდს ‘შავი ლომი’ წლევანდელ ჩელენჯ თასზე ეთამაშა და მეტოქემ საკუთარ მოედანზე 36:15 გაიმარჯვა.
რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში ‘ედინბურგს’ 17 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს (7 მოგება, 1 ფრე, 9 მარცხი, 14 ბონუს-ქულა), მე-10 ადგილზეა და საჩემპიონო ფლეი ოფში (8 საუკეთესო გუნდი) გასვლისთვის იბრძვის. ‘გლაზგო ვორიორსი’ 59 ქულით (11 მოგება, 6 მარცხი, 15 ბონუს-ქულა) მესამე პოზიციაზეა.
17 მაისი. ედინბურგი. 16:00 (საქ. დრო)
ედინბურგი A (შოტლანდია) - შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი
ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ოთარ მეტრეველი.
What's Your Reaction?






