შაიშმელაშვილი: ჩემი ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებები დაწერილი აქვთ
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ ზვიად ხარაზიშვილმა და მისი გარემოცვის წევრებმა, მათ შორის მისმა მოადგილეებმა, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერეს. “დაახლოებით 70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე” – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი “ტვ პირველის” ეთერში და აღნიშნავს, რომ ვახტანგ გომელაური ის ერთადერთი […]


განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ ზვიად ხარაზიშვილმა და მისი გარემოცვის წევრებმა, მათ შორის მისმა მოადგილეებმა, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერეს.
“დაახლოებით 70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე” – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი “ტვ პირველის” ეთერში და აღნიშნავს, რომ ვახტანგ გომელაური ის ერთადერთი ადამიანი იყო უწყებაში, რომელსაც “ხარება” უპირობოდ ემორჩილებოდა.
What's Your Reaction?






