შალვა პაპუაშვილი – 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო, რომელშია უფლებები მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში – ელჩმა თქვა, სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო შეწყდესო, რაც დეზინფორმაციაა, 00:00 საათი დადგა და “ფაეტონი იქცევა გოგრად”, ასეთი რაღაცები არ ხდება
არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის განცხადებით, კანონები შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა და “რომელ ქვეყანაში არის უფლებები […]


არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, კანონები შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა და “რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში”.
,,შეგახსენებთ, სულ ბოლო იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც გაფართოების კომისარი, ქალბატონი კოსი ესწრებოდა. ეს დასკვნა, თუ რეზოლუცია შედგენილი იყო რასა იუკნევიჩიენეს მიერ და ქალბატონი კომისარის შექების და კომპლიმენტების ფონზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც დღემდე ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია. სადაც წერია, რომ ისინი არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს. ამ პირობებში ვართ დღეს და ნახეთ ახლა ბოლო ე.წ. წერილი. ვინაიდან გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ შეხვედრებზე, გადაწყვიტეს, ახლა წერილი მოეწერათ, რადგან გადაწყვეტილება არ იყო.
ეს პროცედურა რომ ავხსნათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ვიზის გარეშე მიმოსვლის შესაძლებლობა, ყოველწლიურად ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით აქვეყნებს გარკვეულ ანგარიშს, აკმაყოფილებს თუ არა უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო პირობებს. როგორც წესი, ეს პირობები ეხება მიგრაციის საკითხებს, რომ საფრთხე არ შეიქმნას ჩვენი ქვეყნის გავლით ევროკავშირში მოუწესრიგებელი მიგრაციის და სხვადასხვა საკითხებს სახელმწიფო სტრუქტურების და ა.შ. საქართველო წლიდან წლამდე მიყვება და ახლაც ეს პროცესი ჩვეულებრივად მიდის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, ჩვეულებრივად კომუნიკაციაში არიან ევროპულ სტრუქტურებთან, რათა კიდევ ერთხელ განუახლონ ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ. თუ შევხედავთ, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ, სულ ახლახან ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა და მათ შორის, ხედავს შედეგებს ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოდან უკანონო მიგრანტების გაძევება უფრო გამარტივდა, ეს ევროკავშირის მოლოდინიც და მოთხოვნაც იყო, ამას ჩვენ ვასრულებთ. არის სხვა მიმართულებები – ანტიკორუფციული მიმართულება, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენს საშინაო დავალებებს უვიზო მიმოსვლისთვის ჩვეულებრივად ვასრულებთ და ეს პროცესი ასეც მიდიოდა. მაგრამ უცებ აღმოჩნდა რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები, უფრო სწორედ, აღმოჩნდა, რომ არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტექსტოდ. უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა. ვიღაცას შეიძლება, კიდევ ბევრი სხვა რამ არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს. 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნან, რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში გადაცემა „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
ამასთან პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე, მისი თქმით , ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აბსოლუტური დეზინფორმაციაა.
,,ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი. სხვათა შორის, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, ზეპირად ითქვა. გამოვიდა ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. არანაირი 31, 00:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად – ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე – ეს თემა შემოაგდეს, რომლითაც, ფაქტობრივად, მისცეს საკვები ოპოზიციას. ოპოზიცია დარჩენილია ყოველგვარი იდეის გარეშე და აჰა, ადექით ახლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენაირად იქნებ ააღელვოთ საზოგადოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში გადაცემაში.
What's Your Reaction?






