შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ელისა სპიროპალის შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ელისა სპიროპალის მისი პარტიის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ალნაბეთს შორის ურთიერთობებზე. აღინიშნა ორი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის საერთო მიზანი, რაც მყარ საფუძველს ქმნის ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ასევე, აქტიური გაცვლებისთვის ბალკანეთის რეგიონის ფარგლებში. ამ მხრივ ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას. მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. შეთანხმდნენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე. პარლამენტის თავმჯდომარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ მხრივ, ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ელისა სპიროპალიმ განაცხადა, რომ ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მან შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ალბანეთში მიიწვია. შეხვედრა შედგა ქ. ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ივლ. 30, 2025 - 14:57
 0
შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ელისა სპიროპალის შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ელისა სპიროპალის მისი პარტიის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ალნაბეთს შორის ურთიერთობებზე.

აღინიშნა ორი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის საერთო მიზანი, რაც მყარ საფუძველს ქმნის ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ასევე, აქტიური გაცვლებისთვის ბალკანეთის რეგიონის ფარგლებში. ამ მხრივ ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.

მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. შეთანხმდნენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე.

პარლამენტის თავმჯდომარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ მხრივ, ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ელისა სპიროპალიმ განაცხადა, რომ ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მან შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ალბანეთში მიიწვია.

შეხვედრა შედგა ქ. ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow