შალვა პაპუაშვილი – ელჩების, NGO-ებისა და პოლიტიკოსების სინდისზეა, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს ორი წელი სრულად მოიხადოს – თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ

თუკი მზია ამაღლობელი და მისი გულშემატკივრები სადმე ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის სასჯელი ასეთი, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ – ზუსტად ელჩების, ასევე NGO-ების და პოლიტიკოსების სინდისზეა ის, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს, ორი წელი სრულად მოიხადოს, – ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, ელჩები, […]

აგვ. 8, 2025 - 14:27
 0
შალვა პაპუაშვილი – ელჩების, NGO-ებისა და პოლიტიკოსების სინდისზეა, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს ორი წელი სრულად მოიხადოს – თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ

თუკი მზია ამაღლობელი და მისი გულშემატკივრები სადმე ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის სასჯელი ასეთი, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ – ზუსტად ელჩების, ასევე NGO-ების და პოლიტიკოსების სინდისზეა ის, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს, ორი წელი სრულად მოიხადოს, – ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, ელჩები, რომლებიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, “აგულიანებდნენ მას, რომ დანაშაული არ ეღიარებინა, გამოძიებასთან არ ეთანამშრომლა და საპროცესო გარიგებაზე არ წასულიყო“.
პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ სასამართლოს მიერ ამაღლობელისათვის გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი სრულიად პროპორციულია და “იმაზე საუბარი, რომ სასამართლომ არაპროპორციული სასჯელი შეუფარდა, ტყუილია“.
“როდესაც მზია ამაღლობელის საქმის გადაწყვეტილებაზე 24 საელჩოს განცხადება ვიხილეთ, მათ შორის საფრანგეთის ელჩის ხელმოწერა ამოვიკითხე. საფრანგეთში მაკრონისათვის სილის გაწვნისთვის ადამიანს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯეს. შემდეგ ვინაიდან ამ პირმა სასამართლოსთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, საპატიმრო მსჯავრად 4 თვე განესაზღვრა, ხოლო 14 თვე – პირობით მსჯავრად.
საქართველოში ზუსტ ანალოგიურ შემთხვევაზე სასამართლომ 24 თვე მიუსაჯა, მაგრამ საქართველოში არც ითანამშრომლა, არც აღიარა და არც შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი.
ამას უწოდებს საფრანგეთის ელჩი არაპროპორციულს.
ელჩებმა ამაღლობელი ჩიხში მიაყენეს, რომ საკუთარი დანაშაული არ ეღიარებინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow