“შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე

სააგენტო "პარალელი" “შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად შტატების ოპტიმიზაციას და სისტემის გაჯანსაღებას მოიცავს: „რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში წლიურად მინიმუმ 16,5 მილიონი ლარი დაიზოგება. ჯამური დანაზოგი მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი იქნება მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში. […] “შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე პარალელი

ივნ. 4, 2025 - 05:57
 0
“შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე

სააგენტო "პარალელი"
“შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად შტატების ოპტიმიზაციას და სისტემის გაჯანსაღებას მოიცავს:

რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში.

ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში წლიურად მინიმუმ 16,5 მილიონი ლარი დაიზოგება. ჯამური დანაზოგი მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი იქნება მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში.

ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც, ასევე სსიპ-ებსა, შპს-ებში, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია. შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ეს იყო უპირობოდ გასაკეთებელი და ეს პროცესი დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

“შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow