“შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი” – გიორგი ვაშაძე
სააგენტო "პარალელი" “შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი” – გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთა ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. შეხვედრის შემდეგ განმარტებები გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ: “შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულწილად ეს ფორმატი იქნება, რომელსაც შეიძლება პლატფორმაც ვუწოდოთ, რომელიც ითვალისწინებს სისტემატურ შეხვედრებს, ყოველ კვირას ან 2 კვირაში ერთხელ, გავცვლით და შევაჯერებთ პოზიციებს, რაც არის ძალიან კარგი, […] “შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი” – გიორგი ვაშაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი” – გიორგი ვაშაძე
საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთა ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. შეხვედრის შემდეგ განმარტებები გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:
“შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულწილად ეს ფორმატი იქნება, რომელსაც შეიძლება პლატფორმაც ვუწოდოთ, რომელიც ითვალისწინებს სისტემატურ შეხვედრებს, ყოველ კვირას ან 2 კვირაში ერთხელ, გავცვლით და შევაჯერებთ პოზიციებს, რაც არის ძალიან კარგი, რადგან ჩვენ ერთიან ქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება რომ მოვიპოვოთ და ვფიქრობ, საზოგადოების მოთხოვნაც ესაა.
ვისუბრეთ, მომავალ კვირაში ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც საქართველოს შეეხება, ასევე მოუნხენის კონფერენციაზე, სადაც ქალბატონი სალომე მიემგზავრება და ასევე შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები და დანაშაულებრივი სისტემის დავალებების შემსრულებლები არიან. იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე, მტკიცებულებების გამყალბებლები და სხვა. ჩვენ ყველას გვაქვს შეგროვებული მონაცემები, შევაჯერებთ ამას და ჩვენს პარტნიორებთან ამ სახელობითი სიებით გვექნება მუშაობა იმისთვის, რომ მათი სანქცირება თუ გადაადგილების შეზღუდვები მოხდეს.
მთავარი პოზიტიური ამ შეხვედრიდან არის ის, რომ შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი” – გიორგი ვაშაძე
პარალელი
What's Your Reaction?






