შეთანხმება მიღწეულია - ჯეკ გრილიში კარიერას ევერტონში გააგრძელებს
„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ჯეკ გრილიში კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს...

29 წლის ინგლისელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „მერსისაიდულ“ გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება. ხელშეკრულებაში გამოსყიდვის ოპცია არ არის გათვალისწინებული, რაც ნიშნავს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელი „სიტიში“ დაბრუნდება.
გრილიში „სიტის“ რიგებში 2021 წლიდან გამოდის და 157 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი. მანამდე იგი „ასტონ ვილასა“ და „ნოთს ქაუნთის“ კლუბებში თამაშობდა.
What's Your Reaction?






