შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია - გიოკერეში "არსენალის" მაისურს მოირგებს
შეთანხმება საბოლოოდ მიიღწა - გიოკერეში "არსენალის" მაისურს მოირგებს

გიოკერეშის შესაძლო ტრანსფერზე საუბრები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიწყო. მას შემდეგ, რაც "არსენალის“ ახალ სპორტულ დირექტორად ანდრეა ბერტა დაინიშნა, კლუბმა აქტიურად ჩაერთო თავდამსხმელის გადაბირების პროცესში. ბერტას გიოკერეში დიდი ხანია მოწონს და მის ტრანსფერს ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელით სხვა ტოპ-კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი, საბოლოოდ "არსენალმა" სისწრაფითა და მიზანმიმართული მოქმედებით ყველა კონკურენტს აჯობა. მიკელ არტეტას გეგმებში შვედი გოლეადორი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მისგან შეტევის გაძლიერებას ელიან.
ვიქტორ გიოკერეში უკანასკნელ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და მისი შედეგიანობა ევროპული ფეხბურთის უმაღლეს დონეზეც დამაჯერებელი აღმოჩნდა. ახლა კი, შვედი ბომბარდირი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ფავორიტის შემადგენლობაში საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე პრესტიჟულ არენაზე მოისინჯავს.
What's Your Reaction?






