შენგელიას 15 ქულა, 5 პასი და ვირტუსის გამარჯვება ბერლინში
თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა...

თორნიკემ მოედანზე გატარებულ 23:30 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელია ვირტუსის რიგებში საუკეთესო იყო. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა ბოლონიელთაგან ყველაზე მეტი – 28 შეადგინა. 10 და მეტი ქულა ვირტუსის მხრიდან შვიდმა კალათბურთელმა დააგროვა: პოლონარამ (16 ქულა), შენგელიამ (15 ქულა), კლაიბერნმა (14 ქულა), ჟიჟიჩმა (13 ქულა), პაიოლამ (11 ქულა) და ბელინელიმ (10 ქულა).
ვირტუსს 32 მატჩში 8 მოგება და 24 მარცხი დაუგროვდა. იტალიური გუნდი ევროლიგაში მე-17 ადგილზეა და მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე მილანოს უმასპინძლებს, ხოლო რეგულარულ სეზონს ბარსელონასთან სტუმრად გასამართი მატჩით დახურავს.
GBF.GE
What's Your Reaction?






