შენგელიას ლიდერობით ვირტუსმა მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ მილანში ოლიმპია 78:68 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურებასთან ერთად მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

ივნ. 6, 2025 - 15:57
 0
შენგელიას ლიდერობით ვირტუსმა მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ მილანში ოლიმპია 78:68 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურებასთან ერთად მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ბოლონიელთა ერთ-ერთი ლიდერი და გამარჯვების შემოქმედი ქართველი ფორვარდი გახლდათ, რომელმაც 25 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

თორნიკემ 12-დან 7 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23-ს უწია და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე გახდა. ვირტუსელთაგან თავი აიზია კორდინიემა (19 ქულა, 4 მოხსნა) და ბრენდონ ტეილორმაც (12 ქულა, 7 პასი) გამოიჩინეს, მილანელთა რიგებში საუკეთესოები კი ნიკოლა მიროტიჩი (21 ქულა, 6 მოხსნა) და შევონ შილდსი (14 ქულა, 5 მოხსნა) იყვნენ.

ვირტუსს სერიის მოგებამდე 1 ნაბიი აკლია და თუ მომდევნო მატჩსაც მოიგებს, ფინალში გავა. შემდეგი მატჩი 7 ივნისს კვლავ მილანში ჩატარდება. ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში ბრეშას შეხვდება, რომელმაც ტრაპანი ნახევარფინალში 3:0 გაანადგურა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow